პროექტები


1.       პროექტის სახელწოდება : სიმეტრია მათემატიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.
2.       პროექტის მთავარი იდეა(თემა) : კავშირი გეომეტრიასა  და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან.
3.       პროექტის აქტუალობა:  თემის  ,,გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე’’ შესწავლა იწყება ცენტრული და ღერძული სიმეტრიების შესწავლით. სიმეტრია უშუალო კავშირშია ჰარმონიულობასთან. ჰარმონიულობა კი სილამაზესთან. ამდენად ეს თემა აძლევს საშუალებას მოსწავლეებს გააკეთონ ამ კავშირის დამადასტურებელი აღმოჩენები.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიაზრონ გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე, მათი თვისებები.შეძლონ სიბრტყეზე ნეისმიერი წერტილის ან წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურების აგება.შესაბაბისად XOY სიბრტყეზე კოორდინატთა სათავისა და OX , OY ღერძების მიმართ ბრტყელი ფიგურის (მოცემული კოორდინატებით) სიმეტრიული ფიგურის აგება და კოორდინატების დადგენა. განასხვაონ სიმეტრიული და ასიმეტრიული კომპოზიციები.
5.       მონაწილეთა ასკი          14-15 წელი
6.        ვადები/ხანგრძლიობა   3 კვირა.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან სიმეტრიის სახეებს, გაეცნობიან სიმეტრიულ ფიგურებს, საგნებს, ხელოვნების ნიმუშებს, რაც დაეხმარებათ მათ ახლებურად აღიქვან, აღწერონ საგნების სილამაზე და რაც მთავარია თვითონ გახდნენ შემომქმედნი მხატვრული ნიმუშებისა , კომპოზიციების და მოდელებისა. განუვითარდებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
·         ვ.მ.ვ-ჩანაწერები.
·         საინფორმაციო ბუკლეტები.
·         პოსტერები,ფლაიერები.
·         ვიდეო და ფოტო მასალა.
·         დაკვირვების ჟურნალი.
·         ჩეკლისტები.
·         შეფასების რუბრიკები.
·         ჩანახატები.
·         პრეზენტაციები.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,მობილური ტელეფონი, ფოტო/ვიდეო კამერა,პრინტერი, ინტერნეტკავშირი, პროექტორი, სკანერი, ტექსტური რედაქტორი, ელ.ფოსტა, ელ. ცხრილები, საპრეზენტაციო პროგრამა, ელ. ენციკლობედია, სასწავლო სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ინტერნეტრესურსები,
 და  ყველა ის მასალა რაც ხელმისაწვდომია კლასში.
9.     პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პროექტის დასაწყისში:
·      ვ.მ.ვ  ჩანაწერების აკეთება.
·      ნამუშევრების შემოწმება.
·      დისკუსია.
პროექტის მსვლელობისას:
·         დაკვირვების ჟურნალის შექმნა.
·         თანასწორთა უკუკავშირი
·         არაფორმალური დაკვირვებები და ჩანიშვნების საკითხები
·         ჩეკლისტების შექმნა ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებით
·         ვიდეო-ფოტო ჟურნალების შექმნა
·         სტრუქტუირებული ინტერვიუები
·         არასტრუქტუირებული გამოკითხვა
პროექტის დასარულს:
·         მენტალური რუკის“ შედგენა (მიღებული გამოცდილების შედეგად)
·         ესეების წერა.
·         კვლევის შედეგების წარმოდგენა  პრეზენტაციების სახით.
·         ბროშურებისა და ბუკლეტების დამზადება.
·         ვიდეო-ფოტო-ჟურნალების დამზადება და გამოფენა.
·         პოსტერების, ფლაერების შექმნა
·         სიმულაციების წარმოდგენა და ვიდეო-რგოლის  დამზადება
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.X.5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.
მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მათ.X.12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მათემატიკის პედაგოგი ეთერი გაბათაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eteri.gabatashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: eterigabatashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment